Friday, May 15, 2015

როგორ დავარქვათ ფეისბუკის ანგარიშს ერთ სიტყვიანი სახელი, ანუ როგორ დავმალოთ გვარი

უკვე ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც იყენებს ფეისბუკს, აინტერესებს როგორ დაარქვას თავის ანგარიშს მხოლოდ ერთი სახელი, ანუ როგორ გააქროს გვარი, ამიტომაც ამ პოსტში შემოგთავაზებთ მარტივ ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ ამ სურვილის შესრულებაში.
მეთოდი მდგომარეობს შემდგომში: ცნობილია, რომ ინდონეზიის მოქალაქეებს ჰქვიათ მხოლოდ ერთი სახელი, ამიტომაც ფეისბუკს ოფიციალურად დართული აქვს  ნება ამ ქვეყნის მოსახლეობისათვის, დაირქვან ერთი სახელი. ასე რომ იმისათვის რომ დავირქვათ ერთი სახელი საჭიროა მოვატყუოთ ფეისბუკი რომ ვცხოვრობთ ინდონეზიაში.
სანამ უშუალოდ ინსტრუქციაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ რომ ამ პრივილეგიით სარგებლობის უფლება იურიდიულად მხოლოდ ინდონეზიის მცხოვრებთ აქვთ, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებს არა. ამის შემდეგ თავად გადაწყვიტეთ გააგრძელებთ თუ არა ამ პროცეს.. მე უბრალოდ გაგაფრთხილეთ.

მაშ ასე, ნაბიჯი 1:
გახსენით Mozilla Firefox ბრაუზერით თქვენი ფეისბუკის ანგარიში და გადადით General Account Settings - ზე.

ნაბიჯი 2: ენის ველში შერჩეული ენა შეცვალეთ "Bahasa Indonesia" - ით

ნაბიჯი 3: გადადით ამ ბმულზე და გაასწორეთ პარამეტრები:
"Proxy country" - ში აირჩიეთ "Indonesia", ხოლო "port" - ში ჩაწერეთ 8080 და დააკლიკეთ "Update results".
IP Address - ის სვეტში შეარჩიეთ შედარებით ბოლოს განახლებული მისამართი და დააკოპირეთ. ძირითადად მისამართები მუშაა, თუმცა შეიძლება არ გაგიმართლოთ და არ იმუშაოს, ასეთ შემთხვევაში გული არ გაიტეხოთ და სხვა მისამართი გამოიყენეთ, ერთერთი აუცილებლად იმუშავებს.
(Proxy Address - ის მოსაძიებლად არსებობს სხვა საიტებიც მაგალითად www.proxynova.com/proxy-server-list/country-id)

ნაბიჯი 4: ახლა თქვენ უნდა ჩაასწოროთ ბრაუზერის - Mozilla Firefox  პარამეტრები.
აირჩიეთ განყოფილება: Tools > Options > Advanced > Network > Settings.
"Settings" - ზე დაკლიკვის შემდეგ გამოჩენილ ფანჯარაში აირჩიეთ "Manual proxy configuration:", შემდეგ "HTTP Proxy" ის ველში ჩასვით დაკოპირებული მისამართი, ხოლო "Port" ველში ჩაწერეთ 8080, მონიშნეთ "Use this proxy server for all protocols" და ბოლოს დააკლიკეთ "OK" - ს.

ნაბიჯი 5: ახლა გადადით ფეისბუკზე, ანგარიშის ზოგადი პარამეტრების სახელის განყოფილებაში. უბრალოთ წაშალეთ გვარი და შეინახეთ ცვლილებები.
ამით სახელის გადარქმევა პრაქტიკულად დასრულებულია, და სანამ ბოლო ნაბიჯებს მიყვებოდეთ სასურველია გადაამოწმოთ ნამდვილად შეიცვალა თუ არა თქვენი ანგარიშის სახელი.

ნაბიჯი 6:  ენის განყოფილებაში  "Bahasa Indonesia" ჩაანაცვლეთ თქვენთვის სასურველი ენით, რაც არჩეული გქონდათ მანამდე.

და ბოლოს, ნაბიჯი 7: ყველა ოპერაციის დასრულების შემდეგ, Mozilla Firefox - ის პარამეტრებშიც "Manual proxy configuration:" ძველებურად  "Use system proxy setting" -ით ჩაანაცვლეთ.

ამით ოპერაცია დასრულდა..
შენიშვნა: ეს მეთოდი რათქმაუნდა არ იმოქმედებს თუ გადააჭარბეთ ფეისბუკზე სახელის გადარქმევის ლიმიტს.
P.S. გაურკვევლობის შემთხვევაში შეგიძლიათ დასვათ კითხვა კომენტარის სახით..




Monday, May 4, 2015

Cinema Strange


Cinema Strange კალიფორნიული ბენდია, რომელიც 1994 წელს დაარსდა. ჯგუფი შეიცავს პოსტ პანკის, ბეთქეივის, დეს როკისა და გოთიკის ელემენტებს. მათ ფესვებს მოიაზრებენ ტრადიციული 80 იანების გოთიკურ სცენაზე, ისეთ ჯგუფებთან როგორებიცაა Virgin Prunes და Sex Gang Children.. გარდა ამისა მათზე მეტნაკლებად იგრძნობა ასევე კალიფორნიული ჯგუფის London After Midnight და Sopor Aeternus - ის სევდიანი ტონების გავლენა. რაც შეეხება სახელს, ჯგუფი ნამდვილად ამართლებს მას, რადგან მათი კონცერტები ყოველთვის უცნაური პერფომანსების სახეს ატარებს, ნაწილობრივ კონცერტია, ხოლო ნაწილობრივ კი სპექტაკლი..

წლების განმავლობაში CS ამერიკაში უმნიშვნელო ჩანაწერებს აკეთებდა და არ სცილდებოდა დასავლეთის გოთიკურ სცენას მანამ, სანამ 2000 წელს ჯგუფით არ დაინტერესდა გერმანული ლეიბლი TRISOL, რომელმაც მათ საშუალება მისცა თავისი ნაშრომები უფრო ფართო საზოგადოებისათვის გაეცნოთ. ბუნებრივია TRISOL - თან თანამშრომლობასთან ერთად ჯგუფმა აქცენტი ევროპულ სცენაზე გადმოიტანა, მათი პირველი ევროპული ტურნე 2000 წელსვე ბოჩუმში შედგა.

CS - ის მუსიკა ძირითადად დესროკსა და ბეთქეივს, გოთიკურ სცენას უკავშირდება. პოსტ პანკისეული ხმამაღალი ბასი დომინანტობით გიტარას უტოლდება და პირქუშ მელოდიად გასდევს კომპოზიციას, ხოლო საკმაოდ დახვეწილი და ამავე დროს ისტერიული ვოკალი ნაწილობრივ მოგაგონებთ ენდი სექს განგის ვოკალს. სიმღერა ძირითადად კლავიშებთან ან გიტარასთან უნისონსში სრულდება, რაც სტილისტურად საკმაოდ ახლოა Sopor Aeternus - ის შესრულებასთან. დრამის პარტიები მრავალფეროვანია, ნაწილობრივ ისიც ადრეული გოთიკური იდეებითაა შთაგონებული.. გამოყენება ტომები და მთელი კრებული, მსგავსად მრავალი გოთიკ/პოსტ პანკ ჯგუფის პრაქტიკისა.

ჯგუფისავე სახელის მატარებელი პირველი სტუდიური ალბომი "Cinema Strange" (2000), შეფასებულია როგორც გოთიკ პანკის დესროკში გარდასახვის ერთერთი ნიმუში.. მუსიკალური ჟურნალი "Legacy" ჯგუფის სადებიუტო შეფასებისას მათ ადარებს Bauhaus, Siouxsie and the Banshees, Christian Death და London After Midnight, როგორც ტიპიურ მაგალითს ამერიკული გოთიკური სცენის განვითარებისა და გარდასახვისა..

2002 წელს გამოსული მეორე ალბომი ჩემთვის გაცილებით უფრო ღრმა და მუსკალურად მრავალფეროვანი ნამუშევარია, ამავე დროს მათი "იდენტიფიცირება" უფრო ადვილი ხდება, ჯგუფი თვითმყოფადობას იმყარებს. ალბომში გარკვეულწიალდ შემოედინება დარქვეივის ელემენტები, მაგრამ ასეთი განვითარების პარალელურად არ არის ამოღებული დეს როკისა და პოსტ პანკის ელემენტები.. ალბომი "The Astonished Eyes of Evening" კრიტიკოსების მიერ შეფასებულია როგრც "ავადმყოფური და უცნაური". ამ ალბომის კომპოზიციებში გვხვდება აკუსტიკური გიტარა, აკორდეონი, პიანინო და მსგავსი ინსტრუმენტები. თეატრალურად,პირქუშად გადმოცემული მათი ჟღერადობა ქმნის ბნელ და წყვდიადით მოცულ გარემოს.. საბოლომო ჯამში მეორე ალბომის ძირითად სტილად ბეთქეივი გვევლინება. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ალბომმა, ძალიან მცირედ, მაგრამ დარქვეივის განვითარებაზეც მოახდინა გავლენა, შესძინა რა მას განვითარების კიდევ ერთი, მისეული მიმართულება. ამ ალბომის შესახებ ლუკას ლანტიერი ამბობდა, რომ ჯგუფისთვის იმ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური და კომპოზიციური სპექტრი იყო. თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით არ სურდათ დაეწერათ დესროკ ჰიმნები. მისი თქმით გრძნობდნენ, რომ ამაზე მეტად სურდათ საკუთარი თავის უფრო ცხადად და დეტალურად  წარმოჩენა, ახალი ალბომების  და განსაკუთრებით კი კომპოზიციების საშუალებით..

რიგით მესამე სტუდიური ალბომი "Quatorze Exemples Authentiques du Triomphe de la Musique Décorative " 2006 წელს გამოვიდა. მსგავსად მეორე ალბომისა აქაც დარქვეივისა და დესროკის სინთეზია, თუმცა წინამორბედისგან განსხვავებით აქ მუსიკალურად დარქვეივს უკვე  დესროკისა და გოთიკის ელემენტები სჭარბობს. ტექსტების წერის ორიგინალური სტილის მეშვეობით, ეს სიჭარბე ლირიკული აქცენტითაც შესამჩნევი ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ნამუშევარი კარგადაა დაბალანსებული და შეიძლება შეფასდეს როგორც დინამიური ალბომი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ალბომის განსაკუთრებულობას დრამერის გაფართოებულ გამოხატვასა და ორიგინალურ პარტიებსაც მიაწერენ.

ჯგუფის ლირიკები ძირითადად უცნაურ ისტორიებს, ზებუნებრივ ან ფანტასტიკურ თემებს შეეხება, რაც ცოცხალი წარმოდგენა - შოუებითაც აისახება ხოლმე.. ესაა ერთ ერთი მიზეზი რამაც გამოიწვია გოთიკურ სცენაზე CS ის მზარდი პოპულარობა ევროპაში.

პროექტის მიმდინარე წევრები:
ლუკას ლანტიერი, იგივე "ზამპანო" [Lucas Lanthier, aka "Zampano"]- ლუკასი არის ვოკალისტი, წერს მუსიკასა და ლირიკებს პროექტისათვის.
მაიკლ რიბიათი, იგივე "ლაფიტი" [Mik Ribiat, aka "Lafitte"] - ლაფიტი უკრავს გიტარაზე და წერს მუსიკას პროექტისათვის
დენიელ რიბიათი "ყვითელი" [Daniel A. Ribiat, aka "Yellow"] -  ყვითელი უკრავს ბასზე  და წერს მუსიკას პროექტისათვის.
დენი ვალკერი, იგივე "ტედი" - დასარტყამი ინსტრუმენტები

ყოფილი წევრები:
ქოლინ ო' დონელი [Colin O'Donnell] - გიტარისტი. რომელიც არის ჯგუფის ერთერთი დამფუძნებელი და ავტორი ბევრი ადრეული კომპოზიციისა მათ შორის "Sadist Sagittarius" და "Golden Hand".
ალეხანდრო რესტრეპო [Alejandro Restrepo] - ჯგუფის პირველი დრამერი და ერთერთი დამფუძნებელი. მრავალი ძველი კომპოზიციის თანავტორი. მას დღემდე შეაქვს ჯგუფის ცხოვრებაში გარკვეული წვლილი, მათ შორის დაფინანსების კუთხითაც და არანაკლებ ვიდრე პირველი შვიდი სიმღერის ჩაწერისას.. დღესდღეობით იგი ჯგუფ  "Death Of A Party" - ის ბასისტია..
ჯეიმს ფილიპ რიბიათი, იგივე "პანი"[James Philip Ribiat, aka "Pan"- ] -  იყო ჯგუფის დრამერი რამოდენიმე სამახსოვრო გამოსვლისას.
რონ რიბიათი Ron Ribiat- რონი, რიბიათების ყველაზე უფროსი ძმა  მოკლე დროის განმავლობაში, 1995 წლის ადრეულ პერიოდში უკრავდა  პროექტში..
Hirad Dadgostar- Mister Dadgostar - იგი მცირე დროით, 1995 წლის შუა პერიოდში იყო ჩართული პროექტში,  ერთ ერთი ცნობოლი კომპოზიცია "Moundshroud" გარკვეულწილად მისი დაწერილია.

სესიური წევრები
James Powell, Josh Moreau, Rory O'Donnell, Colin O'Donnell, Ralf Thyssen, Thomas Thyssen, Matt Pee, Rick and Gina Lanthier, Alejandro Restrepo, Stephanie Gott, Poul Johansson, Retch Dempsey, Julie Lanthier, Armando Santana, Renee Gray, Ludo von Ecke, Juliet B. and Dolores Lokas... ჩამოთვლილი პიროვნებები წლების განმავლობაში ეხმარეებოდნენ CS - ს ცოცხალი შოუ - სპექტაკლების დადმისას მთელს მსოფლიოში, ამ სიაში წარმოდგენილნი არიან მსახიობები, ეკიპაჟის წევრები, მხატვრები, მთარგმნელები, ფინანსური მხარდამჭერები და მუსიკოსები. ამ ადამიანებისაგან პროექტი მეტადაა დავალებული და დღემდე სიამოვნებით თანამშრომლობს..

დისკოგრაფია
    1994: Cinema Strange (Demo)
    1996: Acrobat Amaranth Automaton (Demo)
    1999: Falling... Caterwauling
    2000: Cinema Strange
    2002: The Astonished Eyes of Evening
    2004: A Cinema Strange 10th Anniversary Novelty Product
    2005: Pressed Flowers / Squashed Blossoms (DVD)
    2006: Quatorze Examples Authentiques du Triomphe de la Musique Décorative
გარდა ამისა, 1998 და 1999 წელს გამოვიდა სინგლები (1998 - Mediterranean Widow/Hebenon Vial  და 1999 - Lindsay's Trachea/Greensward Grey), მაგრამ შეზღუდული რაოდენობით  275 და 500 ცალი.
დისკოგრაფია უფრო დეტალურად იხილეთ ბმულზე
დისკოგრაფიის გადმოსაწერი ბმული [Torrent File]

ფილმოგრაფია
Commandos... Dancing! (2002)
გადაღებულია ლუკას ლანტიერის მიერ. რეჟისორი ლუკას ლანტიერი, მონაწილეობენ მაიკლ რიბიათი და დანიელ რიბიათი. პირველად ნაჩვენებია 2003 წლის 5 იანვარს კაფე Du Nord - ში (სან ფრანცისკო, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები).
Beware of Zombie Forest (2002)
გადაღებულია ლუკას ლანტიერის მიერ. რეჟისორი ლუკას ლანტიერი, მონაწილეობენ მეთ პი, მაიკლ რიბიათი და დანიელ რიბიათი.
პირველად ნაჩვენებია 2003 წლის 1 თებერვალს Sin 13 ში (სან ანტონიო, ტეხასი, ამერიკის შეერთებული შტატები).
Pressed Flowers/Squashed Blossoms (2005)
DVD, გამოშვებულია ტრისოლის [Trisol Music Group] მიერ.
მასში შესულია 2003 წელს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში "სამოთხის კარიბჭის ფესტივალზე" [The Heaven's Gate Festival] გადაღებული კონცერტი, 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმი "Miming-Off in a Lake of Burning Flame" და ასევე ლუკას ლანტიერის მიერ გადაღებული 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი "Commandos... Dancing!" და "Beware of Zombie Forest "
გადმოსაწერი ბმული "Pressed Flowers/Squashed Blossoms" - თვის [Torrent File]

ოფიციალური ვებ - გვერდი
Facebook
მასალის გამოყენებისას მიუთითეთ წყარო.