Chants Of Maldoror (შემოკლებით COM) არის იტალიური გოთიკ/დესროკ ბენდი რომელიც 1994 წლის დეკემბერში შექმნეს
ვოკალისტმა ადოლფმა და ბასისტმა დევიდმა. მათ მალე შეუერთდა მსგავსად განწყობილი 2
მუსიკოსი ექო (კლავიშები, ორღანი, ფორტეპიანო) და ლორენი (გიტარა).. ჯგუფის სახელი
“Les Chants De Maldoror” მოდის ისიდორე
დუკასის ამავე საელწოდების პროზაული პოემიდან, რომელიც ითვლება ირეალურ ნაწარმოებად
და დეკადენტურ მანიფესტად სიურეალისტური გამოსახულებებისა.
პროქეტი დაიწყო შუა საუკუნეებისა
და რიტუალური მუსიკის დამუშავებით. ჯგუფის წევრები შერჩეულ თემებს თანამედროვე
ჟღერადობით და დეპრესიული ვოკალით წარუდგენენ მსმენელს.1997 წელს მათ გამოუშვეს
დემო "Ritual Death". 2000 წელს ალბომი "Thy Hurting Heaven",
ხოლო 2005 - ში "Every Mask Tells the Truth"..
წყვდიადში
გახვეული, მისტიური ატმოსფეროთი რომელიც ჯგუფის მოსმენისას მეუფლება, შემიძლია შევადარო დავუშვათ ფრანგულ ჯგუფს - დედჩოვსკის, თუმცა საკამოდ დიდი განსხვავებაა
მათ შორის, მუსიკალურად ჩემი აზრით ძირითადად რითმებით განსხვავდება, თუ დედჩოვსკის
შემთხვევაში რითმების სწრაფი და მოულოდნელი ცვლა იწვევს არაჯანსაღ განწყობას, COM - ის
შემთხვევაში ძირითადად იგივე განწყობა მონოტონურობით მიიღწევა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა რომ ორივე პირქუში სიურიალიზმია..
დესროკისა და ბეთქეივის მსმენელებს ვურჩევდი გაეცნონ ამ საინტერესო პროექტს.
პირადად მე, მათ საუკეთესო ნამუშევრად 1997 წლის დემოს ვთვლი, ასე რომ თქვენც გირჩევთ
აქედან დაიწყოთ..